Powered By Blogger

Поиск по этому блогу

вторник, 13 апреля 2010 г.

ანეკდოტები

ბიჭიკია ჭიჭიკიას ეუბნება:
– გავიგე რომ ჩემ ცოლთან დადიხარ, ეს ცუდია!
– სიმონ, შენი ცოლი მეუბნება კარგიაო, შენ იძახი ცუდიო, თქვენი ვერაფერი გავიგე, მიდი და შენ და შენმა ცოლმა გაარკვიეთ! – პასუხობს ჭიჭიკია.

***

შეგონება:

ბავშვი თუ დროზე არ გადააჩვიე ტყუილის ლაპარაკს, რომ გაიზრდება, პოლიტიკოსი გამოვა.

***

მატარებლის კუპეში ერთმანეთის პირდაპირ გოგონა და ყმაწვილი სხედან. გოგონა ეკითხება:

– მაპატიეთ, ხომ ვერ მეტყვით, რაზე ფიქრობთ?

– იმაზე, რაზეც თქვენ.

– რა უზრდელი ყოფილხართ!

***

პლაჟზე კაცი წევს. გვერდით საცურაო კოსტიუმში ჩაცმული ქერათმიანი გოგონა ჩაუვლის. კაცი დაუძახებს:

– გოგონა, წყალში არ შეხვიდეთ, დაიხრჩობით.

გოგონა ყურადღებას არ აქცევს და გზას აგრძელებს.

– გოგონი, ხომ გეუბნებით, წყალში არ შეხვიდეთ, დაიხრჩობით.

კვლავ ნოლი რეაქცია.

– გოგონი, ხომ გეუბნებით, იქ ძალიან ღრმაა და დაიხრჩობით.

გოგონა კაცისკენ შემოტრიალდება:

– რა გინდათ?

– არაფერი, არაფერი, მიდი, ნიანგები არ იხრჩობიან.

***

ფსიქიატრიულში ექიმი თანაშემწეს ეკითხება:

– როგორ არის იმ ავადმყოფის ჯანმრთელობის საქმე, რომელიც თავს ლუდოვიკ მეთოთხმეტეს უწოდებდა?

– ოდნავ უკეთესად. ახლა იგი იძახის, რომ ლუდოვიკო მეცამეტეა.

***

ერთი დაქალი მეორეს ეუბნება:

– ჩემს მეუღლეს ეჩვენება, რომ ქათამია.

– მერე, ფსიქიატრს აჩვენე?

– რომ განიკურნოს, მერე კვერცხებს ვიღა დადებს?

***

კმაყოფილი ბუზი მიფრინავს. გზად კოღო შემოხვდება და ეკითხება:

– რატომ ხარ ასეთი კმაყოფილი?

– სპილოს ორი პანღური ვუთავაზე!

***

გაბრაზებული მშობლები სტუდენტ შვილს ეჩხუბებიან:

– ლამარა, ახლავე გვითხარი, სად იყავი მთელი ღამე?

– ლექციაზე.

– რა, ლექცია დილის ოთხ საათამდე გაგრძელდა?

– ჰო, ენაბლუ ლექტორი იყო.

***

ბავშვი დედას ემუდარება:

– დედი, დედი, ვუყურებ რა ტელევიზორს.

– უყურე, ოღონდ არ ჩართო.

***

ტელეფონი რეკავს:

– ალო...

– შენც ალო, კეთილო ადამიანო!

***
ბულდოგი ეზოში სეირნობს, დაინახავს ზედა სართულზე აივანზე პუდელი ზის და ეუბნება:

– გამოდი, ერთად გავისეირნოთ.

– არ შემიძლია, პატრონმა ჩამკეტა.

– შენც აივნიდან გადმოხტი.

– მერე, სახით შენ რომ დაგემსგავსო, არა?

***

სვანი საათს უფსკრულში გადააგდებს და მეორე სვანს ეუბნება:

– ნახე, დრო რა ჩქარა მიქრის!

***

ბიჭი სახლში დალილავებული ბრუნდება. მამა ეკითხება:

– რა მოგივიდა?

– წვეულებაზე ვიყავი გოგონასთან, ლამბადას ვცეკვავდით და ამ დროს ყრუ მამამისი შემოვიდა...

***
ფსიქიატრთან მიღებაზე.

– ექიმო, რატომ გიდევთ მაგიდაზე ფეხსაცმელი? – ეკითხება პაციენტი.

– ჩვენს ბევრ პაციენტს თავში ტარაკნები ჰყავს...

***

შაქრო მიხოს ეკითხება:

– მიხო, ჯო, ბავშვს მამინათლავ?

– დედას კი არ მ....ვ!

***

ახალგაზრდა ქალი კონსულტაციაზეა მისული, კარი დაუკითხავად შეაღო, სავარძელში ჩაჯდა და ფეხები მაღლა ასწია. თეთრხალათიანი კაცი მოუბრუნდა და ეუბნება:

– მაღლა.

ქალმა უფრო მაღლა ასწია ფეხები.

– ქალბატონო, მაღლა–მეთქი.

ქალმა კიდევ უფრო მაღლა ასწია ფეხები.

– ხომ გითხარით, მაღლა, მაღლა–მეთქი.

– ამაზე მაღლა როგორღა უნდა ავწიო? – პასუხობს გაკვირვებული ქალი.

– ქალბატონო, გინეკოლოგი მაღლა სართულზეა, მე დალაქი ვარ.

***

დილით მიხო მაგარ პახმელიაზეა. მარო ცდილობს, როგორმე ასიამოვნოს.

– მიხო, ბორჯომი მოგიტანო? – ეკითხება ცოლი.

– თავი დამანებე, დედაკაცო.

– მიხო, კომპოტი ხომ არ გაგიხსნა?

– არ მინდა–მეთქი.

– იქნებ, მწნილი გესიამოვნოს, მიხო?

– შემეშვი, დედაკაცო.

– მიხო, ხომ არ გავიხადო?

– გაიხადე, მაგის დედაც, იქნებ გული ამერიოს!

***

სომხეთის რადიოს ეკითხებიან:

– რატომ არ გყავთ სომხებს კალათბურთის გუნდი?

– სად გინახავთ, სომეხს სხვის კალათში რამე ჩაედოს?!

Комментариев нет:

Отправить комментарий