– თქვენი ავადმყოფობა გაივლის, ოღონდ საჭიროა ყოველ საღამოს აბაზანა და მაშინვე ასი გრამი კონიაკი მიიღოთ.
რამდენიმე დღის შემდეგ ავადმყოფი ექიმს მიმართავს:
– კონიაკის მხრივ ყველაფერი წესრიგშია, აბაზანის დალევას კი ვერ ვახერხებ.
* * *
გოგონა საქმროს ეუბნება:
– ძვირფასო, რას იტყვი, ქორწილი რომ საშობაოდ გადავიხადოთ?
– მოდი, დღესასწაულს ნუ ჩავიმწარებთ! – პასუხობს საქმრო.
***
– მამი, რაა ლიტრი? – ეკითხება შვილი კახელს.
– იგივე მეტრია, ოღონდ თხევად მდგომარეობაში.
***
– ალო, ძვირფასო, ატამი წამოგიღო თუ ბანანი?
– ბაზარში ხარ?
– არა, ციგანკამ ჩამოიარა, ჟუვაჩკები აქვს.
***
ავტობუსში კაცი ადის, ამ დროს იგი ცხვირს დააცემინებს. ყველანი შეშინებულები შეხედავენ.
– ნუ ნერვიულობთ, – ამშვიდებთ მგზავრი, – ღორის გრიპი კი არა, ტუბერკულოზია!
მგზავრები შვებით ამოისუნთქავენ:
– მადლობა ღმერთს!
***
ცეკვის შემდეგ ბიჭი გოგონას ეუბნება:
– თქვენი ცეკვით უდიდესი სიამოვნება მომანიჭეთ!
– ტყუილა ნუ მაქებთ, ცუდად ვცეკვავ.
– სამაგიეროდ სასაცილოდ!
* * *
– ქსენია, სადაა შენი ქმარი?
– კატა წეიყვანა მდინარეზე, ყველაზე ღრმა ადგილას დავახრჩობო.
– მალე მოვა?
– რა ვიცი, კაი ხუთი საათი იქნება გასული, რაც კატა დაბრუნდა.
* * *
– ერთხელ მეგრელი, გურული და სვანი... – დაიწყო ერთმა ანეკდოტის მოყოლა.
ამ დროს წამოვარდა გაბრაზებული სვანი:
– რაა ეს, რა უბედურებაა, სულ სვანი და სვანი! სხვებზე არ შეიძლება ანეკდოტი?
– კაი, ნუ ბრაზობ, – ამშვიდებს მეორე, – აგერ მე ვიტყვი: იმერელი, მეგრელი და რაჭველი სვანეთში კოშკს აშენებენ...
Комментариев нет:
Отправить комментарий